Thumbnail

პოპულარული მუსიკოსი, ფრენკ ოუშენი განაგრძობს მომავალი ალბომის პრომოუშენს და მსმენელს სტუდიური ჩანაწერის რიგით მეორე სინგლს In My Room სთავაზობს. არტისტის შემოქმედებისთვის უჩვეულო ინსტრუმენტალის პროდიუსერი თავად ფრენკი და Michael Uzowuru არიან, რომელმაც ოუშენთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა.

► მოუსმინეთ: Frank Ocean - DHL

ფრენკმა მუსიკალური კარიერა 2005 წელს, პოპულარული რეპერის, Tyler, The Creator-ის მიერ ჩამოყალიბებულ გაერთიანებაში Odd Future დაიწყო. მომღერალი ფართო საზოგადოებამ 2011 წლის მიქსტეიპით Nostalgia, Ultra გაიცნო. ერთი წლის შემდეგ ჩაწერილმა სადებიუტო ალბომმა Channel Orange კი მსმენელთა და კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ნამუშევარს საუკეთესო თანამედროვე ურბანული ალბომის ნომინაციაში გრემის ჯილდო ერგო. 2017 წელს გაყიდვაში მისი ბოლო სტუდიური ჩანაწერი Blonde ჩაეშვა, რომელმაც პლატინის სტატუსი მალევე მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული