Thumbnail

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ზაზა ნოზაძემ, ფსევდონიმით Sf-x, მორიგი ახალი კომპოზიცია "რაც უფრო მაღლა" გაავრცელა. ნამუშევარში მისი მეგობარი გოგო, ახალბედა რეპერი, კრისტი კვიწინია, იგივე Kriss მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი ახალგაზრდა მუსიკოსი Omar`K გახლავთ, რომელთანაც ზაზა ბოლო პერიოდში ხშირად თანამშრომლობს.

► ნახეთ: Sf-x - Sf-x 

► მოუსმინეთ: Sf-x - როცა ბედნიერი ხარ 

► ნახეთ: Kriss - რა სურთ ქალებს?! Ft. Sf-x & DuDa

ზაზა ნოზაძემ შემოქმედებითი კარიერა 2010-იან წლებში დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში "ქსელი 56" მოღვაწეობით გახდა. 2018 წლის დეკემბერში რეპერმა სადებიუტო ალბომი "თბილისიდან" გაავრცელა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული