Thumbnail

ნახეთ: The National-ის ფრონტმენმა Big Thief-ის კომპოზიცია Not დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ამერიკული ჯგუფის The National ფრონტმენმა, მეთ ბერნინგერმა ტორონტოში გამართულ კონცერტზე ინდი როკ ბენდის Big Thief კომპოზიციის Not ქავერ ვერსია შეასრულა. სინგლი კოლექტივის რიგით მეოთხე ალბომში Two Hands შედის, რომელიც გაყიდვაში 11 ოქტომბერს ჩაეშვა.

► ნახეთ: Matt Berninger - Walking on a String Ft. Phoebe Bridgers

► ნახეთ: The National-მა ჯიმი კიმელის შოუში კომპოზიცია Where Is Her Head შეასრულა

მეთ ბერნინგერმა The National ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში 1999 წელს ჩამოაყალიბა. ბენდის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული