Thumbnail

ნახეთ: Megan Thee Stallion-ის ახალი საშინელებათა ჟანრის სერიალის მესამე ეპიზოდი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ჰიუსტონელმა რეპერმა, მეგან საიმონ პიტმა, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, იუთუბზე თავისი ახალი საშინელებათა ჟანრის სერიალის Hottieween მესამე ეპიზოდი სახელწოდებით Hot Girl Shit გაავრცელა. ნამუშევრის რეჟისორი პოპულარული გაერთიანების G.O.O.D. Music წევრი, არენბი შემსრულებელი, ტიანა ტეილორი გახლავთ.

► ნახეთ: Megan Thee Stallion-ის ახალი საშინელებათა ჟანრის სერიალის მეორე ეპიზოდი

► ნახეთ: Megan Thee Stallion-ის ახალი საშინელებათა ჟანრის სერიალის პირველი ეპიზოდი

► ნახეთ: Megan Thee Stallion-მა კომპოზიციები Hot Girl Summer და Cash Shit შეასრულა

სერიალში მეგანი თავადაც მონაწილეობს და კერძო დეტექტივს განასახიერებს. მის გარდა, სურათში ჰიპ ჰოპ არტისტი Dave East თამაშობს.

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ  2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო, რომელმაც Bet Hip Hop Awards-ის ჯილდო დაიმსახურა. მუსიკოსის პოპულარული ტრეკებია: Big Ole Freak, Realer, Cash Shit და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული