Thumbnail

ინგლისელი მუსიკოსის, ელი ჯექსონის სინთპოპ პროექტი La Roux ახალ კომპოზიციას International Woman of Leisure და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის რიგით მესამე ალბომში Supervision იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2020 წლის 7 თებერვალს ჩაეშვება.

სინთპოპ პროექტი La Roux ელი ჯექსონმა პროდიუსერ ბენ ლენგმეიდთან ერთად 2006 წელს შექმნა. 2009 წელს მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. 2011 წელს მათ გრემის მოგება მოახერხეს. 2014 წელს ბენმა ჯგუფი დატოვა. ამავე წელს სოლო არტისტმა პროექტის რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Trouble in Paradise გამოსცა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული