Thumbnail

წარმოშობით სენეგალელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ხადიმულ ფოლმა, სასცენო სახელით Sheck Wes, ახალი კომპოზიცია YKTS და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის ავტორი ტაილერ როსი, ფსევდონიმით White Trash Tyler-ია, რომელსაც წარსულში ისეთ პოპულარულ რეპერებთან უმუშავია, როგორებიც არიან ტრევის სკოტი და ქანიე ვესთი.

► მოუსმინეთ: Sheck Wes - Sadio Mane (YNWA)

► ნახეთ: რეპერი Sheck Wes კომპოზიციის Wanted ვიდეორგოლს ავრცელებს 

შექ უესმა მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ ამავე წლის კომპოზიციით Mo Bamba გაიცნო. არტისტი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის მიერ დაარსებული ლეიბლის, Cactus Jack-ისა და ქანიე ვესთის G.O.O.D. Music-ის წევრია. 2018 წლის ოქტომბერში არტისტმა სადებიუტო ალბომი Mudboy გაავრცელა, რომელმაც მსმენელთა და კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. შემსრულებლის თქმით, მისი შემოქმედების მთავარი ინსპირაცია მუსიკოსი Kid Cudi გახლავთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული