Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. KHIDI: 999999999 | Ash Scholem | Sevda

8 ნოემბერი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "ხიდი" იტალიურ დუეტს 999999999 მასპინძლობს. ეისიდ ტექნო კოლექტივს განსაკუთრებული პოპულარობა ლეიბლ Nine Times Nine-ზე გამოცემულმა ტრეკმა Rave 4 Love მოუტანა. G2-ში კი მსმენელთა წინაშე ქართველი არტისტები Ash Scholem და Sevda დაუკრავენ.

4. BASSIANI / HOROOM: Laurent Garnier |  Kvanchi | Ndrx | The Ghost | Ika

8 ნოემბერი (პარასკევი)

8 ნოემბერს "ბასიანი" ცნობილ ფრანგ დიჯეისა და პროდიუსერს, Laurent Garnier-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას ქართველი არტისტები Kvanchi და Ndrx დაიკავებენ. "ჰორუმში" კი მსმენელთა წინაშე გერმანული დუეტი The Ghost და Ika წარდგებიან.

3. JAZZ CLUB SINGER: რეზო კიკნაძის სიქსტეტი  

9 ნოემბერი (შაბათი)

9 ნოემბერს Jazz Club Singer კომპოზიტორისა და შემსრულებელის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, რეზო კიკნაძის სიქსტეტს მასპინძლობს. კოლექტივის მოსმენა მსურველებს ჯაზ კლუბში ყოველ შაბათს შეუძლიათ. 

Reso Kiknadze Sextet at Jazz Club Singer რეზო კიკნაძე / Reso Kiknadze (საქსოფონი / sax) ლაშა საყვარელიძე / Lasha Sakvarelidze (საქსოფონი / sax) ნიკა გაბაძე / Nika Gabadze (გიტარა / guitar) ლუკა თოფურია / Luka Topuria (პიანო / piano) ხატია ქორიძე / Khatia Koridze (ბასი / bass) დანიელ ადიკაშვილი / Daniel Adikashvili (დოლები / drums) მაგიდის დასაჯავშნად, გთხოვთ, დარეკეთ / For reservations please call: 571 997 707 Singer Jazz Foundation ინფორმაცია: https://www.facebook.com/SingerJazzFoundation/posts/218080768739331 ანგარიშის ნომერი: GEL: GE33TB7333236080100009 USD: GE38TB7333236120100003 EUR: GE11TB7333236120100004 #ზინგერისჯაზისფონდი #SingerJazzFoundation 📍ჯაზ კლუბი ზინგერი პეტრე მელიქიშვილის ქუჩა N1 (თბილისის საკონცერტო დარბაზის ეზოში) #ჯაზკლუბიზინგერი 📍Jazz Club Singer 1 Petre Melikishvili str., Tbilisi, Georgia (Next to Tbilisi Concert Hall) #JazzClubSinger

Posted by Jazz Club Singer on შაბათი, 02 ნოემბერი, 2019

2. ჯუზეპე ვერდის "ბალ-მასკარადი" თბილისის ოპერაში

9 ნოემბერი (შაბათი)

9 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის "ბალ-მასკარადს" მოუსმენთ. სამმოქმედებიანი სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილია, რეჟისორი, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი კი პიერლუიჯი სამარიტანი. ღონისძიებაზე დასწრება მსურველებს 10, 16 და 17 ნოემბერსაც შეეძლებათ.

ჯუზეპე ვერდის ოპერა "ბალ-მასკარადი"

🎭 9,10,16,17 ნოემბერი - ჯუზეპე ვერდის ოპერა "ბალ-მასკარადი" 🎫 ბილეთები იყიდება ოპერის თეატრის სალაროში და ონლაინ https://tkt.ge/Show/7254/juzepe-verdis-opera-bal-maskaradi 🎭 9,10,16,17 November - Giuseppe Verdi's opera Un Ballo in Maschera 🎫 Tickets are available at the box office of the Tbilisi Opera Theatre and online https://tkt.ge/Show/7254/giuseppe-verdi-un-ballo-in-maschera?culture=en

Posted by Tbilisi Opera and Ballet State Theatre on სამშაბათი, 22 ოქტომბერი, 2019

1. ARTAREA FEST 2.0: Eko & Vinda Folio

9 ნოემბერი (შაბათი)

9 ნოემბერს "არტარეა ფესტივალის" მორიგი ღონისძიება წყალტუბოში გაიმართება. მსმენელთა წინაშე ერეკლე დეისაძე და თემურ ეზუგბაია პროექტით Eko & Vinda Folio წარდგებიან. მუსიკოსები ახალ ალბომში "თერაპია" შესულ კომპოზიციებს შეასრულებენ. კონცერტი სანატორიუმ "მედეას" ტერიტორიაზე ჩატარდება. 

Posted by Artarea/Tv2.0 on ორშაბათი, 04 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლოს დამატებული