Thumbnail

ნახეთ: 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი მუსიკოსები

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბიზნესჟურნალმა Forbes 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის სათავეში ზედიზედ მეშვიდედ მოხვდა ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, მაიკლ ჯექსონი, რომლის შემოსავალმაც საანგარიშო პერიოდში, 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 60 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

► ნახეთ: Forbes-მა 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჰიპ ჰოპ არტისტები დაასახელა

► მაიკლ ჯექსონმა გარდაცვალების შემდეგ 1,7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

აღსანიშნავია, რომ გამოცემის მიერ ჩამოთვლილი 13 ადამიანიდან 9 მუსიკოსია. სიაში ასევე მოხვდნენ ამერიკელი კარიკატურისტი ჩარლზ ემ შულზი, გოლფის ლეგენდა არნოლდ პალმერი, მწერალი დოქტორ სეუსი და მსახიობი მერილინ მონრო.

1. Michael Jackson - $60 მლნ
2. Elvis Presley - $39 მლნ
3. Charles M. Schulz - $38 მლნ
4. Arnold Palmer - $30 მლნ
5. Bob Marley - $20 მლნ
6. Dr. Seuss - $19 მლნ
7. John Lennon - $14 მლნ
8. Marilyn Monroe - $13 მლნ
9. Prince - $12 მლნ
10. Nipsey Hussle - $11 მლნ
11. XXXTentacion - $10 მლნ
12. Whitney Houston - $9,5 მლნ
13. George Harrison - $9 მლნ

კომენტარები

ბოლოს დამატებული