Thumbnail

მოუსმინეთ: TeTe Noise - სალამურა

ელექტრონულმა მუსიკოსმა სანდრო ჩინჩალაძემ, სასცენო სახელით TeTe Noise, ახალი კომპოზიცია "სალამურა" გაავრცელა. ნამუშევარში ქართული ანიმაციური ფილმის, "სალამურას თავგადასავლის" ნაწყვეტები და ორიგინალური საუნდტრეკია გამოყენებული.

► ნახეთ: TeTe Noise-მა კომპოზიცია Red Cloud Chief Sioux შეასრულა

სანდრო ჩინჩალაძე წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფში განსხვავებული მიმართულების მუსიკას ქმნიდა. მის ბენდებს შორის ყველაზე გამორჩეული გაჩა ბაქრაძესთან ერთად ჩამოყალიბებული Me & My Monkey იყო. 2011 წელს ტეტემ აქტიურად დაიწყო ემბიენთ მუსიკაში ექსპერიმენტირება. 2013 წელს გერმანულ ლეიბლზე Withering Trees მისი EP სახელწოდებით The Last is The Sweeter გამოვიდა. 2017 წელს არტისტმა ემბიენთ ალბომი Artificial Frequencies For Daydreamers გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული