Thumbnail

ნახეთ: FKA twigs-მა ჯიმი კიმელის შოუში კომპოზიცია Cellophane შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელი მუსიკოსი FKA twigs ჯიმი კიმელის ღამის შოუს ესტუმრა. გადაცემაში მან კომპოზიცია Cellophane შეასრულა, რომელიც მომავალ ალბომში Magdalene სინგლის სახით იქნება წარმოდგენილი. არტისტს ფორტეპიანოზე აკომპანემენტს ცნობილი მულტიინსტრუმენტალისტი, ქელი მორანი უწევდა. სტუდიური ჩანაწერი 8 ნოემბერს გავრცელდება.

► ნახეთ: FKA Twigs-მა კომპოზიცია Cellophane მუზეუმში შეასრულა

► ნახეთ: FKA twigs - Home With You

ტალია დებრეტ ბარნეტმა, სასცენო სახელით FKA Twigs, სადებიუტო ალბომი LP1 ხუთი წლის წინ გამოუშვა. მისი შემოქმედება ელექტრონულ მუსიკას, თრიპ ჰოპსა და არენბის აერთიანებს. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Two Weeks და Water Me მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული