Thumbnail

ჰელოუინი ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღინიშნება, თუმცა, ცნობილმა მუსიკოსებმა ერთი კვირით ადრე დაიწყეს დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ წვეულებებზე გამოჩენა. ზოგიერთმა არტისტმა თავისი კოსტიუმის საჩვენებლად ფოტოსესიაც მოაწყო.

► ნახეთ: არტისტები, რომლებმაც ჰელოუინზე ბილი აილიში განასახიერეს

Ciara

ამერიკელმა მომღერალმა, სიარამ და მისმა ქმარმა, ფეხბურთელმა რასელ უინსონმა მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი წყვილის, ბიონსესა და ჯეი ზის ერთობლივი კლიპის Apeshit ცნობილი კადრი გააცოცხლეს.

Nicki Minaj

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნიკი მინაჟმა და მისმა ქმარმა, კენეთ პეტიმ ფილმ Suicide Squad-ის პერსონაჟების - ჰარლი ქუინისა და ჯოკერის როლები მოირგეს.

Halsey

ამერიკელმა მომღერალმა, ჰოლზიმ ლოს ანჯელესში ყოველწლიური Halloween Party გამართა. წვეულებაზე მან მერილინ მენსონი განასახიერა.

Tyga

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი Tyga ჰოლივუდში გამართული წვეულების Mamacita Of The Dead მასპინძელი იყო.

Charli XCX

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, Charli XCX-მა ჰელოუინზე ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მადონას მე-14 ალბომის გმირის, Madame X-ის როლი მოირგო.

Demi Lovato

ამერიკელმა მომღერალმა, დემი ლოვატომ ერთ-ერთ ივენთზე საფრანგეთის დედოფალი, მარი ანტუანეტი განასახიერა. 

Cardi B

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ბელქალის ალმანზარი, ფსევდონიმით Cardi B, ექთნის ფორმაში გამოწყობილი მოგვევლინა.

Normani

ჯგუფ Fifth Harmony-ის წევრმა, ნორმანი ჰამილტონმა სუპერმოდელ ნაომი კემპბელის 1991 წლის ფოტო გააცოცხლა.

Jhené Aiko

არენბი შემსრულებელმა, ჯენეი აიკომ 70-იანი წლების დისკოს სტილის კოსტიუმი შეარჩია.

Justin Timberlake

მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი და მისი ცოლი, მსახიობი ჯესიკა ბილი ჰელოუინთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საღამოზე სახალისო კოსტიუმებით გამოცხადდნენ. ჯესიკამ ბოიბენდ NSYNC-ის პერიოდის ჯასტინი განასახიერა, თავად ტიმბერლეიკმა კი ცოლს მიკროფონის მაგივრობა გაუწია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული