Thumbnail

Lil Peep-ის ახალი სტუდიური ჩანაწერი Goth Angel Sinner და კლიპი გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

გარდაცვლილი არიზონელი მუსიკოსის, Lil Peep-ის წარმომადგენლებმა არტისტის ახალი EP სახელწოდებით Goth Angel Sinner გამოუშვეს.

► ნახეთ: Lil Peep-ზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის Everybody’s Everything თრეილერი

► ტრევის ბარკერმა Lil Peep-ისა და XXXTentacion-ის ტრეკის Falling Down რემიქსი გაავრცელა

სტუდიური ჩანაწერის გარდა, ნამუშევარში შესულ კომპოზიციაზე When I Lie შექმნილი ვიდეოკლიპიც გავრცელდა. 

21 წლის ლილ ფიფი 2017 წლის 15 ნოემბერს, სადებიუტო ჩანაწერის Come Over When You're Sober Pt. 1 მხარდასაჭერ ტურნეში ყოფნისას, ნარკოტიკით ზედოზირებამ იმსხვერპლა. არტისტის დისკოგრაფია ორ სტუდიურ ალბომს, 4 მიქსტეიპსა და რამდენიმე EP-ის ითვლის. მისი შემოქმედება პოპ პანკის, დრიმ პოპის, თრეფ მუსიკისა და ჰიპ ჰოპის ნაზავია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული