Thumbnail

ორი თანამედროვე პოპვარსკვლავი, რომელიც პრინსს სძულდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, პრინსის მემუარები The Beautiful Ones, რომელზეც ის სიცოცხლის ბოლო თვეებში მუშაობდა, 29 ოქტომბერს გავრცელდა. როგორც ავტობიოგრაფიული წიგნიდან გახდა ცნობილი, მომღერალს ორი თანამედროვე პოპ შემსრულებელი, ედ შირანი და კეტი პერი განსაკუთრებით სძულდა.

► ნახეთ: Prince-ის სიმღერაზე Holly Rock შექმნილი ანიმაციური კლიპი გავრცელდა

► მოუსმინეთ: პრინსის სიმღერის I Feel For You აკუსტიკური დემო ვერსია გავრცელდა

"ტელევიზიები და რადიოები ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ეს ორი მომღერალი. არ მოგვწონს მათი მუსიკა, რა სიხშირითაც არ უნდა მოგვასმენინოთ", - წერს არტისტი.

მუსიკოსის ამ სიტყვებზე კომენტარი მწერალმა დენ ფიფენბრინგმა გააკეთა, რომელიც არტისტს მემუარებზე მუშაობის პროცესში ეხმარებოდა:

"რამდენიმე შემსრულებლით უკმაყოფილებაზე მეტად პრინსს ის აწუხებდა, რომ პოპ კულტურა არტისტებს ჩარჩოებში აქცევდა".

მომღერალმა ავტობიოგრაფიული წიგნის გამოშვება 2016 წელს დაანონსა. სამი თვის შემდეგ კი, 21 აპრილს 57 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზად ოპიოიდური პრეპარატით, ფენტანილით ზედოზირება დასახელდა. 

პრინს როჯერს ნელსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1975 წელს დაიწყო. გრემის პრესტიჟული ჯილდოს რვაგზის მფლობელმა არტისტმა კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. 2004 წელს მუსიკოსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული