Thumbnail

ტომ იორკი: ყოფილი ცოლის გარდაცვალების შემდეგ კარიერის გაგრძელება გამიჭირდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ტომ იორკმა ამერიკულ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში ყოფილი ცოლის, რეიჩელ ოუენის გარდაცვალების შემდგომ სირთულეებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. 48 წლის რეიჩელი 2016 წელს სიმსივნემ იმსხვერპლა. მანამდე, 2015 წელს ის და ტომი 23-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.

► ნახეთ: ტომ იორკმა კომპოზიციები Traffic, Twist და Dawn Chorus შეასრულა

► ნახეთ: ტომ იორკმა Radiohead-ის Like Spinning Plates 9 წლის შემდეგ პირველად შეასრულა

"რეიჩელის გარდაცვალების შემდეგ კარიერის გაგრძელება გამიჭირდა. ნაიჯელ გოდრიჩსა და Radiohead-ის სხვა წევრებს უნდა ვუმადლოდე, რომ მდგომარეობა შემიმსუბუქდა და მუშაობა განვაგრძე. მუსიკას რომ ჩამოვშორებოდი, ლაპარაკის უნარს დავკარგავდი. მასზე ვარ დამოკიდებული, სწორედ ის მეხმარება განცდების გამოხატვაში. თუმცა, მაშინ ესეც მიჭირდა. თითქოს მუსიკა აღარ აღმაფრთოვანებდა. მხოლოდ იმ ტრავმაზე ვფიქრობდი, რომელიც რეიჩელის დაკარგვით მივიღე. ცხოვრება უფრო რთული გახდა. სრულ პარალიზებას ბოლოს მაინც მუსიკამ გადამარჩინა", - გაიხსენა ტომ იორკმა.

ტომ იორკმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს დაიწყო. ის ლეგენდარული ჯგუფის, Radiohead-ის ფრონტმენია. მუსიკოსს ბენდთან ერთად გრემის პრესტიჟული ჯილდო 6-ჯერ აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone არტისტი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორისაც დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული