Thumbnail

იტალიური წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი მაიკლ ვოლპი, სასცენო სახელით Clams Casino, ახალ კომპოზიციას Rune ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ, რიგით მეორე ალბომში Moon Trip Radio იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 7 ნოემბერს ჩაეშვება.

Clams Casino-მ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. ჰიპ ჰოპ პროდიუსერი სხვადასხვა დროს ისეთ პოპულარულ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: ASAP Rocky, Vince Staples, Mac Miller და სხვები. 2016 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი 32 Levels გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული