Thumbnail

Lil Wayne: დღესდღეობით ერთადერთ რეპერს ვუსმენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გადაცემის The Bumbu Room მესამე ეპიზოდში, დუეინ კარტერმა, ფსევდონიმით Lil Wayne, ის მუსიკოსები ჩამოთვალა, რომლებსაც ყოველდღიურად უსმენს. ერთადერთი რეპერი, რომელიც მის ფლეილისტში აღმოჩნდა, ვეტერანი ემსი, აარონ იათსი, ფსევდონიმით Tech N9ne გახლავთ.

► Lil Wayne: Jay-Z ერთადერთი რეპერია, რომელსაც შეუძლია პრეზიდენტი გახდეს 

"ჩემს ყოველდღიურ მუსიკალურ ფლეილისთში ჰიპ ჰოპი მცირე დოზითაა. საკუთარი თავის გარდა, ერთადერთი რეპერი, რომელსაც ვუსმენ, Tech N9ne გახლავთ", - აღნიშნა კარტერმა.

ლუიზიანელი რეპერის რჩეულ მუსიკოსთა შორის ისეთი არტისტები მოხვდნენ, როგორებიც არიან: Anita Baker, Keith Sweat, Marvin Gaye, Bob Marley, Judas Priest, Lamb Of God, Nirvana და Blink 182.

ლილ უეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად Tha Carter III ითვლება, რომლის მთავარი კომპოზიცია Lollipop 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მუსიკოსის ახალი ნამუშევარი Tha Carter V ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის Cash Money Records-თან და მის დამფუძნებელ Birdman-თან კონფლიქტის გამო, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2018 წელს, უეინის ლეიბლზე Young Money Records იხილა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული