Thumbnail

Lil Wayne: Jay-Z ერთადერთი რეპერია, რომელსაც შეუძლია, პრეზიდენტი გახდეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

საავტორო გადაცემის The Bumbu Room მესამე ეპიზოდში, ლუიზიანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დუეინ კარტერმა, სასცენო სახელით Lil Wayne, არაერთ საკითხზე ისაუბრა. მისი მოსაზრებით, ერთადერთი რეპერი, რომელსაც შეუძლია, აშშ-ის პრეზიდენტობა მოისურვოს, ლეგენდარული ნიუ იორკელი ემსი, შონ კარტერი, ფსევდონიმით Jay-Z გახლავთ.

► Lil Wayne: ახალ ალბომზე The Funeral მუშაობა დავასრულე

"ჩემი აზრით, ერთადერთი რეპერი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტობა შეუძლია, ჯეი ზია. ამასთან, სიამოვნებით ვნახავდი ბიონსეს პირველი ლედის ამპლუაში", - აღნიშნა კარტერმა.

ლილ უეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად 2008 წლის Tha Carter III ითვლება. ნამუშევრის მთავარი კომპოზიცია Lollipop გახლავთ, რომელიც წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული