Thumbnail

Meek Mill: Lil Baby-ს სცენაზე ჯიბეში 100,000 დოლარი ედო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა დომინიქ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Lil Baby, ცნობილი რადიოსადგურის Power 99 მიერ ორგანიზებულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. პერფორმანსის მიმდინარეობისას მას სცენაზე პოპულარული რეპერი Meek Mill შეუერთდა. კოლეგებმა მსმენელთა წინაშე ერთობლივი კომპოზიცია Time შეასრულეს.

► Lil Baby: იანგ თაგმა ფული მომცა, რომ ქუჩას ჩამოვშორებოდი და მუსიკა პროფესიად მექცია 

► Meek Mill-მა 12-წლიანი სასამართლო დავა დაასრულა

კონცერტის დასრულების შემდეგ, მიკ მილმა ტვიტერზე დაწერა, რომ სცენაზე ყოფნისას ლილ ბეიბის ჯიბეში 100 ათასი აშშ დოლარი ჰქონდა.

დომინიქ ჯოუნსმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს რეპერმა სოლო მიქსტეიპი Street Gossip, Gunna-სთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული