Thumbnail

ოზი ოსბორნის ახალი ალბომი 2020 წლის იანვარში გამოვა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ოზი ოსბორნი ახალ ალბომს 2020 წლის იანვარში გაავრცელებს. ამის შესახებ მისმა ცოლმა და მენეჯერმა, შერონმა ამერიკულ რადიოსადგურ SiriusXM-თან ინტერვიუში ისაუბრა.

► ოზი ოსბორნი 30 წლის შემდეგ Billboard-ის ათეულს დაუბრუნდა

► შერონ ოსბორნი: ოზის სხეულში იმდენი ლითონია, ნამდვილი რკინის კაცია

"წელს ოზის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა, ახლა უკეთაა. ალბომზე მუშაობა ახლახან დაასრულა, ჩანაწერი იანვარში გამოვა", - განაცხადა შერონმა.

ოზი ოსბორნს აპრილში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ტურნეს No More Tours II შეწყვეტა მოუხდა. მას შემდეგ არტისტი რეაბილიტაციის კურსს გადის. მუსიკოსს სახლში წაქცევის შემდეგ ძველი ჭრილობა გაუმიზეზდა, რასაც თან გაციება და პნევმონიის გამწვავება დაერთო.

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. 2002-05 წლებში MTV-ზე ოსბორნის ოჯახის მონაწილეობით რეალითი შოუ The Osbournes გადიოდა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული