Thumbnail

ნახეთ: არტისტები, რომლებმაც ჰელოუინზე ბილი აილიში განასახიერეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჰელოუინი ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღინიშნება. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად არტისტებმა უკვე დაიწყეს სხვადასხვა კოსტიუმის მორგება. ამ დღეებში თემატურ ივენთებზე არაერთი ცნობილი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც მუსიკოსი განასახიერა. მათი უმეტესობა 17 წლის მომღერლად, ბილი აილიშად მოგვევლინა.

► ფოტოგალერეა: ბილი აილიშის “ორეულები”

► Billie Eilish: ფართო სამოსს იმიტომ ვიცვამ, რომ არ მინდა, გაიგონ, როგორი სხეული მაქვს

► ბილი აილიში ძმასთან, Finneas-თან ერთად ახალ კომპოზიციებზე მუშაობს

Nina Dobrev

წარმოშობით ბულგარელი მსახიობი, ნინა დობრევი კალიფორნიის შტატში, ბევერლი ჰილზზე გამართულ Casamigos Halloween Party-ზე ბილი აილიშის ამჟამინდელი ვარცხნილობით, კლიპში When the Party's Over გამოყენებული გრიმითა და არტისტის ერთ-ერთი საყვარელი პრინტით გაფორმებული სტაფილოსფერი სამოსით მივიდა. 

Anne-Marie

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ან მარიმ არჩევანი ბილისთვის დამახასიათებელ, ფოსფორისფერ უნისექს ტანსაცმელზე შეაჩერა, ფეხზე კი შავი ფერის ორთოპედიული ფიქსატორი მოირგო. აღსანიშნავია, რომ ბილიმ ცოტა ხნის წინ კოჭი დაიზიანა, რის შემდეგაც საზოგადოების წინაშე სწორედ ასე გამოწყობილი გამოჩნდა.

Jameela Jamil

ბრიტანელმა მსახიობმა და რადიოწამყვანმა, ჯამილა ჯამილმა ჰელოუინისთვის კოსტიუმი ბილის ვიდეორგოლის You Should See Me in a Crown შთაგონებით შეარჩია. "ჰელოიუნზე Silly აილიშის ფორმაში გამოვეწყვე. ეს ბილის ოჯახის მესამე, ყველაზე ექსტრავაგანტული დედმამიშვილია, რომლის არსებობასაც არ ამხელენ", - დაწერა მან ხუმრობით ინსტაგრამზე.

Edwin Honoret

იმისთვის, რომ ბილის დამსგავსებოდა, ამერიკელმა მომღერალმა და მოცეკვავემ, ედვინ ონორეთმა Gucci-ის პრინტით გაწყობილი სპორტული შარვალი და მაისური ჩაიცვა.

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული