Thumbnail

მედიაპლატფორმა Revolt-ის შეხვედრაზე, რომელიც 27 ოქტომბერს კალიფორნიაში გაიმართა, ადგილობრივმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კელვინ ბროდუსმა, ფსევდონიმით Snoop Dogg, ცნობილი ლეიბლების Death Row Records და Top Dawg Entertainment შესახებ ისაუბრა. ვეტერანი ემსის თქმით, ეს უკანასკნელი Death Row-ს გაუმჯობესებული ვარიანტია.

"მე - რეპერი, რომელიც თავის დროზე ლეიბლში Death Row Records ვიყავი გაწევრიანებული, ვფიქრობ, რომ Top Dawg Entertainment მასზე უკეთესია. კარგია, როდესაც შესაძლებლობა გაქვს, სხვის მაგალითზე ისწავლო და იგივე შეცდომები არ დაუშვა. თქვენ ამას შესანიშნავად უმკლავდებით", - მიმართა TDE-ის პრეზიდენტს, ტერენს ჰენდერსონს, იგივე Punch-ს სნუპმა.

ლეიბლი Top Dawg Entertainment ენტონი თიფითმა 2004 წელს კალიფორნიაში ჩამოაყალიბა. დღეს TDE ჟანრის ერთ-ერთი წამყვანი კოლექტივია. მის შემადგენლობაში ისეთი არტისტები ერთიანდებიან, როგორებიც არიან: Kendrick Lamar, Jay Rock, ScHoolboy Q, Ab-Soul, Isaiah Rashad, SZA, Reason, Zacari, SiR და Lance Skiiiwalker. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული