Thumbnail

ბრიტანელი მუსიკოსი, მაიკლ კივანუკა მედიაპლატფორმას Colors ესტუმრა. გადაცემაში A Colors Show არტისტმა ახალი კომპოზიცია Solid Ground შეასრულა. სინგლი მაიკლის რიგით მესამე ალბომში Kiwanuka შევა, რომელიც გაყიდვაში 1 ნოემბერს ჩაეშვება.

► ნახეთ: Michael Kiwanuka - Hero

► მოუსმინეთ: Michael Kiwanuka - You Ain't The Problem

მაიკლ კივანუკამ მუსიკალური კარიერა 2011 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Home Again გაავრცელა. მომღერალს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Cold Little Heart მოუტანა, რომელიც HBO-ს პოპულარული სერიალის Big Little Lies ერთ-ერთი საუნდტრეკია. მისი შემოქმედება ინდი როკსა და ფოლკ როკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული