Thumbnail
ფოტო: OK! Magazine Georgia

ნახეთ: SvanSikh-მა ტრეკების I Wanna Be Your Lover და Magic რემიქსი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართულმა დუეტმა SvanSikh გიორგი ცაგარელის სიმებიან ორკესტთან, Zagareli & Strings-თან ერთად კომპოზიციების I Wanna Be Your Lover და Magic განახლებული ვერსია შექმნა. ნამუშევრის პრემიერა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემაში "შაბათ-კვირის დილა" შედგა.

► მოუსმინეთ: ქართულმა დუეტმა SvanSikh კომპოზიცია SunKiss გაავრცელა

► ნახეთ: Kordz-მა და Zagareli & Strings-მა გია ყანჩელს კომპოზიცია მიუძღვნეს

SvanSikh ანანო სიხარულიძისა და ბაჩო სვანიძის ელექტროპოპ პროექტია, რომელიც 2010 წელს თბილისში ჩამოყალიბდა. 2011 წელს დუეტმა სადებიუტო EP სახელწოდებით Pitch It გამოუშვა. მუსიკოსების ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია I Wanna Be Your Lover, Pitch It, I Have To Go და Stella.

გიორგი ცაგარელი კი 10 წლის განმავლობაში საქართველოს სიმფონიური ორკესტრის წევრი იყო.  2017 წელს მან საკუთარი პროექტი Zagareli & Strings ჩამოაყალიბა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული