Thumbnail

ნახეთ: ჰოლზიმ და ავრილ ლავინმა კომპოზიცია Girlfriend შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, ჰოლზიმ ლოს ანჯელესში გამართულ ჰელოუინ ფართიზე სცენაზე ავრილ ლავინი მიიწვია და მასთან ერთად კომპოზიცია Girlfriend შეასრულა. სინგლი ლავინის რიგით მესამე ალბომში The Best Damn Thing შედის და დღემდე მის ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ჰოლზი ივენთზე მერილინ მენსონის კოსტიუმით წარდგა, ავრილ ლავინს კი მადონას მსგავსად ეცვა.

► ნახეთ: Halsey კომპოზიციაზე Graveyard გადაღებულ კლიპს ავრცელებს

► ნახეთ: ავრილ ლავინმა სეთ მაიერსის ღამის შოუში Tell Me It’s Over შეასრულა

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული