Thumbnail

ნახეთ: Young M.A ვიდეორგოლს The Lyfestyle ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, კატორა მარერო, სასცენო სახელით Young M.A, მსმენელს ტრეკზე The Lyfestyle გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. კომპოზიცია იანგ ემეის ახალგავრცელებული ალბომის Herstory In The Making ერთ-ერთი სინგლია. 

► მოუსმინეთ: Young M.A სადებიუტო ალბომს Herstory In The Making ავრცელებს 

რეპერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2016 წლის კომპოზიციას Ooouuu უკავშირდება, რომელმაც მუსიკალური ჩარტები დაიპყრო და იუთუბზე 310 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 2019 წლის 27 სექტემბერს ემეიმ სადებიუტო ალბომი Herstory In The Making გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული