Thumbnail

არქივი: ჯგუფი "რკინის რაინდი" კომპოზიციას "იესუს" ასრულებს (1991)

popmusic 1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული სცენის ამსახველი საარქივო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მოღვაწე ქართველი არტისტების კონცერტებს, კლიპებს, ინტერვიუებსა და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებს შემოგთავაზებთ. 

როკ ჯგუფი "რკინის რაინდი" საქართველოს ტელევიზიის ეთერში თავის 1991 წლის ალბომში "ინგრევა მონობის კოშკი" შესულ კომპოზიციას "იესუს" ასრულებს.  

რკინის რაინდი - იესუს (1991)

🔻 როკ ჯგუფი გორიდან "რკინის რაინდი" საქართველოს ტელევიზიის ეთერში თავის 1991 წლის ალბომში "ინგრევა მონობის კოშკი" შესულ კომპოზიციას "იესუს" ასრულებს. #არქივი

Posted by popmusic on ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი, 2019

ჯგუფი "რკინის რაინდი" 1990 წელს ქალაქ გორში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: როინ მელაძე (ვოკალი, გიტარა), აჩიკო გუდიაშვილი (ბასი), ვასილი იკონნიკოვი (კლავიშები) და მამუკა გრიგალაშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები). სადებიუტო ალბომი "ინგრევა მონობის კოშკი" მუსიკოსებმა 1991 წელს ჩაწერეს. მომდევნო წელს კი მეორე სტუდიური ნამუშევარი "მოგეფერები" გაავრცელეს. 1994 წელს კოლექტივმა კიდევ ერთი, ამჯერად რუსულენოვანი ალბომი Baby ჩაწერა და დაიშალა. 2011 წელს "რკინის რაინდი" კვლავ შეიკრიბა და რამდენიმე კონცერტი ჩაატარა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული