Thumbnail

ნახეთ: Tyga, YG და Carlos Santana კლიპს Mamacita ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მაიკლ რეი სტივენსონი, სასცენო სახელით Tyga, ახალ კომპოზიციას Mamacita და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერის შექმნაში წვლილი 10 გრემის მფლობელმა გიტარისტმა, კარლოს სანტანამაც შეიტანა. მათთან ერთად ტრეკში კომპტონელი რეპერი YG მონაწილეობს, რომელმაც თაიგასთან წარსულში არაერთ წარმატებულ სინგლზე ითანამშრომლა. აღსანიშნავია, რომ კლიპში მაყურებელი ცნობილ მსახიობს, დანი ტრეხოს იხილავს.

► ნახეთ: Tyga - Bop Ft. YG & Blueface 

► მოუსმინეთ: Mustard – On GOD Ft. ASAP Ferg, ASAP Rocky, YG & Tyga 

► მოუსმინეთ: YG - Go Loko Ft. Tyga & Jon Z 

თაიგამ მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ ალბომს Careless World: Rise Of The Last King უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Rack City გახლავთ. 2019 წელს მუსიკოსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Legendary ჩაუშვა, რომელმაც გამოსვლიდან პირველივე დღეს ოქროს სტატუსი დაიმსახურა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული