Thumbnail

ნახეთ: Kay G ახალ ჩანაწერზე Trauma '96 მუშაობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გიორგი ქებურიამ, ფსევდონიმით Kay G, ახალი სტუდიური ჩანაწერი Trauma '96 დააანონსა და მისი თიზერიც გამოაქვეყნა. მუსიკოსის განცხადებით, ნამუშევარში 7 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ექვსის პროდიუსერი გიორგი თავად გახლავთ. ჩანაწერის გავრცელება ნოემბერში იგეგმება.

► მოუსმინეთ: Kay G - Mucho ReKK 

► ნახეთ: Kay G - მესამე დღე 

► ნახეთ: Kay G ვიდეორგოლს "ფრენის რეჟიმზე" ავრცელებს

გიორგი ქებურიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "5 ლარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით" და "260-6". 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან ერთად ისეთი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა". 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Apollo 11 გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული