Thumbnail

არქივი: ინტერვიუ ქიშო გლუნჩაძესთან (1994)

popmusic 1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული სცენის ამსახველი საარქივო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მოღვაწე ქართველი არტისტების კონცერტებს, კლიპებს, ინტერვიუებსა და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებს შემოგთავაზებთ. 

1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისის ქართული ალტერნატიული მუსიკის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, ჯგუფების "ქიშო და ინტელიგენცია" და "ღვინო და ქალები ჰაშიშის წინააღმდეგ" დამაარსებელი, ქიშო გლუნჩაძე 1995 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. მასთან ინტერვიუ, რომელიც პირველად ქვეყნდება, მუსიკოსის სამშობლოდან წასვლამდეა ჩაწერილი.

► ქიშო გლუნჩაძის 5 საყვარელი სიმღერა

ინტერვიუ ქიშო გლუნჩაძესთან

🎤💬 "გაქცევით არ გავრბივარ. უბრალოდ, იქ მეტი შანსი მაქვს, რომ ჩემი თავის რეალიზაცია გავაკეთო, ვიდრე აქ". 🔻 1980-90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, ქიშო გლუნჩაძე 1995 წლიდან აშშ-ში მოღვაწეობს. მასთან ინტერვიუ, რომელიც პირველად ქვეყნდება, მუსიკოსის სამშობლოდან წასვლამდეა ჩაწერილი. #არქივი

Posted by popmusic on კვირა, 27 ოქტომბერი, 2019

ქიშო გლუნჩაძე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი რეჟისორ ალეკო ცაბაძის მიერ 1985 წელს გადაღებულ მხატვრულ ფილმში "ლაქა" მონაწილეობით გახდა. შემდგომ პერიოდში ის ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ავტორ-შემსრულებლად მოგვევლინა და უდიდესი როლი შეასრულა 1990-იანი წლების ქართული ალტერნატიული სცენის ჩამოყალიბებაში. მის მიერ შექმნილი სიმღერებიდან აღსანიშნავია: "ჭეშმარიტება", "ქრისტიანი", "მოგცემ შანსს", "მწვანე სათვალე", "ამ ნახტომს ვუძღვნი სიყვარულს" და სხვა. 1995 წლიდან მუსიკოსი ქალაქ ნიუ იორკში ცხოვრობს და საპროდიუსერო საქმიანობით არის დაკავებული. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული