Thumbnail

მოუსმინეთ: ქანიე ვესთი ახალ ალბომს Jesus Is King ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა გაყიდვაში ახალი ალბომი Jesus Is King ჩაუშვა. არაერთი გრემის მფლობელი მუსიკოსის რიგით მე-9 სტუდიური ნამუშევარი, რომელიც გოსპელ მუსიკის შთაგონებითაა შექმნილი, 11 კომპოზიციას აერთიანებს. ჩანაწერის ფარგლებში ქანიემ ისეთ შემსრულებლებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Ty Dolla Sign, Ant Clemons, Fred Hammond, Clipse და Kenny G.

► Kanye West: ალბომზე Jesus Is King მუშაობისას, დაუქორწინებელ მუსიკოსებს სექსი ავუკრძალე 

► ქანიე ვესთმა კიდევ ერთი ალბომი დააანონსა 

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული