Thumbnail

ნახეთ: Coldplay-მ ახალ კომპოზიციაზე Orphans კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay სიმღერაზე Orphans ვიდეორგოლი გადაიღო. სინგლი მუსიკოსების მომავალ, ორმაგ ალბომში Everyday Life იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 22 ნოემბერს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: Coldplay-მ ორი ახალი კომპოზიცია Orphans და Arabesque გაავრცელა

► ნახეთ: Coldplay-მ ახალი ალბომის Everyday Life ტრეკლისტი გაავრცელა

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული