Thumbnail

ნახეთ: რინგო სტარმა და პოლ მაკკარტნიმ ჯონ ლენონის სიმღერა Grow Old With Me დააქავერეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ჯგუფის The Beatles წევრები, რინგო სტარი და პოლ მაკკარტნი ჯონ ლენონის სიმღერის Grow Old With Me ქავერ ვერსიას და მასზე შექმნილ ტექსტურ ვიდეოს ავრცელებენ. სინგლი რინგოს რიგით მეოცე სოლო ალბომში What's My Name შედის.

► ნახეთ: რინგო სტარმა Yellow Submarine საბავშვო ინსტრუმენტების თანხლებით შეასრულა

► ნახეთ: პოლ მაკკარტნიმ და რინგო სტარმა The Beatles-ის ორი კომპოზიცია შეასრულეს

რინგო ლეგენდარულ "ბითლზს" 1962 წელს შეურთდა. მუსიკოსი კოლექტივის 12-ვე ალბომში მონაწილეობს. მასთან ერთად ბენდმა 800 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. ამ შედეგით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო. კოლექტივის დაშლის შემდეგ რინგომ სოლო კარიერა დაიწყო. 1970 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Sentimental Journey გაავრცელა. მას დღემდე 20 სოლო ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული