Thumbnail

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, One Direction-ის წევრი, ლიამ პეინი ახალ კომპოზიციას All I Want (For Christmas) და მასზე შექმნილ ვიზუალურ ნამუშევარს ავრცელებს. სიმღერა არტისტის სადებიუტო მინი ალბომში LP1 იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოშვებაც 6 დეკემბერს იგეგმება. სტუდიური ჩანაწერის შექმნაში ისეთმა არტისტებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც არიან: J Balvin, Zedd, Quavo, რიტა ორა და სხვები.

► ლიამ პეინი: One Direction-ისგან რომ არ დამესვენა, მოვკვდებოდი

► ნახეთ: ლიამ პეინმა ტანსაცმლის პირველი კოლექცია გამოუშვა

ლიამ პეინმა პოპულარობა ბოიბენდ One Direction-ში მოღვაწეობით მოიპოვა. ჯგუფმა 2016 წელს განუსაზღვრელი ვადით შემოქმედებითი პაუზა აიღო. მუსიკოსს სოლო კარიერის ფარგლებში განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Strip That Down მოუტანა, რომელმაც 2017 წელს ამერიკასა და ბრიტანეთში პლატინის სტატუსი დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული