Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა რეპერ Offset-ისთვის ნახატი შექმნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა საკუთარი ძალები სახვით ხელოვნებაშიც მოსინჯა. მომღერალმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჯგუფ Migos-ის წევრის, ოფსეთისთვის შექმნილი ნამუშევარი ჩანს.

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ჰეილი ბოლდუინს საკუთარი ხელით შექმნილი სამკაული აჩუქა

► ნახეთ: Offset-მა Cardi B-ს დაბადების დღეზე ძვირფასი ბეჭედი აჩუქა

"ბოლო შტრიხები და ნამუშევარი დასრულებულია. მისი შექმნა ოფსეთმა მთხოვა", - წერს ბიბერი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა ცოტა ხნის წინ თავის ცოლს, ჰეილი ბოლდუინს საკუთარი ხელით ყელსაბამი დაუმზადა.

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 140 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself,  Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული