Thumbnail

ნახეთ: Blood Orange-მა Beck-ის კომპოზიციაზე Uneventful Days კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკელი არტისტი Beck კომპოზიციაზე Uneventful Days გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი მის მომავალ ალბომში Hyperspace იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 22 ნოემბერს ჩაეშვება. კლიპის ავტორი ბრიტანელი მუსიკოსი დევ ჰაინსია, სასცენო სახელით Blood Orange. ვიზუალურ ნამუშევარში ცნობილი მსახიობები: ევან რეიჩელ ვუდი, ტესა ტომპსონი და ალია შოკატი მონაწილეობენ.

► მოუსმინეთ: Beck კომპოზიციებს Hyperlife და Uneventful Days ავრცელებს

► ნახეთ: Beck-მა და კრის მარტინმა კომპოზიცია Loser შეასრულეს

ბექ ჰანსენმა, სასცენო სახელით Beck, შემოქმედებითი კარიერა 1985 წელს დაიწყო. საყოველთაო აღიარება ამერიკელ მუსიკოსს სიმღერამ Loser მოუტანა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო შვიდჯერ აქვს მოპოვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული