Thumbnail

ამერიკელი პოპვარსკვლავი, სელენა გომესი კიდევ ერთ ახალ კომპოზიციას Look At Her Now და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. 22 ოქტომბერს გავრცელებული Lose You To Love Me-ს მსგავსად, ამ კლიპზეც რეჟისორმა სოფი მიულერმა იმუშავა. კომპოზიციები მომღერლის რიგით მესამე, ჯერჯერობით უსახელო ალბომში შევა.

► ნახეთ: სელენა გომესი კლიპს Lose You To Love Me ავრცელებს

სელენამ ახალ ალბომზე მუშაობა ზაფხულში დაასრულა, თუმცა, მისი გავრცელების თარიღი არ დაუსახელებია. ბოლო სტუდიური ჩანაწერი Revival მომღერალმა 2015 წელს გამოუშვა.

მსახიობმა და მომღერალმა სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული