Thumbnail

ბილი აილიში ძმასთან, Finneas-თან ერთად ახალ კომპოზიციებზე მუშაობს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ბილი აილიშის ძმამ, ფინიასმა რადიოსადგურ Beats 1-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ ტურნეს პარალელურად თავის დასთან ერთად ახალ კომპოზიციებზე მუშაობს.

► ნახეთ: Finneas კლიპს Shelter ავრცელებს

 ნახეთ: ბილი აილიშმა კომპოზიციები Bad Guy და I Love You შეასრულა

"ჩვენ ამჟამად ახალი კომპოზიციების შექმნის პროცესში ვართ. პარალელურად გრძელდება ბილის სადებიუტო ალბომის მხარდამჭერი ტურნე და გვიხარია, რომ ის ასეთი წარმატებული აღმოჩნდა. სწორედ ამან გვიბიძგა ახალი ნამუშევრების შექმნისკენ. კარგი ისაა, რომ ახალ მუსიკაზე მუშაობა უკვე ტურნეში ყოფნის დროსაც ვისწავლე. რაც შეეხება ბილის, მას ძალიან კარგი პერიოდი უდგას, ეს ნამდვილი სიგიჟეა", - განაცხადა ფინიასმა.

ფინიას ო'კონელი მუსიკალურ ინდუსტრიაში ფსევდონიმით Finneas მოღვაწეობს. ის ბილი აილიშთან ხშირად თანამშრომლობს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული