Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. BASSIANI / HOROOM: Terrence Dixon | Xosar | HVL | Kancheli | Hamatsuki 

1 ნოემბერი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" დეტროიტელ ტექნო პროდიუსერსა და დიჯეის, Terrence Dixon-ს მასპინძლობს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე ექსპერიმენტული სცენის წარმომადგენელი Xosar, ასევე ქართველი მუსიკოსები HVL და Kancheli წარდგებიან. "ჰორუმის" ოთახში კი Hamatsuki, Ninasupsa და Givi Gelashvili დაუკრავენ. 

4. KHIDI: Aufnahme + Wiedergabe Night

1 ნოემბერი (პარასკევი)

პარასკევს კლუბში "ხიდი" ბერლინური ლეიბლის Aufnahme + Wiedergabe შოუქეისი გაიმართება. მსმენელთა წინაშე გერმანული ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი Thomas P. Heckmann, ასევე Die Selektion, Acid Vatican, IV Horsemen და Philipp Strobel წარდგებიან. მათთან ერთად ქართველი მუსიკოსები Othr და Frequency Shifter დაუკრავენ. 

KHIDI 中 AUFNAHME + WIEDERGABE NACHT

KHIDI 中 AUFNAHME + WIEDERGABE NACHT 1 ნოემბერს AUFNAHME + WIEDERGABE-ს შოუქეისზე გერმანული ტექნო სცენის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, პიონერი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი THOMAS P. HECKMANN დაუკრავს.

Posted by KHIDI on შაბათი, 26 ოქტომბერი, 2019

3. Horoom Nights: Halloween

2 ნოემბერი (შაბათი)

2 ნოემბერს ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვიარ ღამეების სერია "ბასიანის" სივრცეში გაიმართება. მსმენელთა წინაშე ქართველი არტისტები Newa და Zitto წარდგებიან. ღონისძებაზე მისული სტუმრები შესაბამისი კოსტიუმების გარეშე კლუბში არ დაიშვებიან. 

2. Mtkvarze: Roi Perez | Sevda | Yves | Sohrab | Payam Parvizi | Azim Fathi

2 ნოემბერი (შაბათი)

შაბათს კლუბი "მტკვარზე" ცნობილ ბერლინელ დიჯეის, Roi Perez-ს მასპინძლობს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე ქართველი არტისტები Sevda და Yves წარდგებიან. პატარა ოთახში კი ირანელი მუსიკოსები SohrabPayam Parvizi და Azim Fathi დაუკრავენ. 

1. Fall Set: Boris Brejcha

2 ნოემბერი (შაბათი)

2 ნოემბერს მე-7 პავილიონში Fall Set-ის რიგით მეორე ღონისძიება გაიმართება. მსმენელთა წინაშე გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი, Boris Brejcha წარდგება. მასთან ერთად სცენას ქართველი არტისტები Ziad Aliev და Endorphins დაიკავებენ. ჰელოუინთან დაკავშირებით, ორგანიზატორები სტუმრებს შესაბამისი კოსტიუმებით ელოდებიან. პავილიონი მათ დეკორაციებითა და აქსესუარებით გაფორმებული დახვდებათ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული