Thumbnail

Old Town Road პირველი კომპოზიციაა, რომელმაც 2019 წელს ბრილიანტის სტატუსი მიიღო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

20 წლის ატლანტელი ქანთრი რეპერის, Lil Nas X-ის ჰიტს Old Town Road, რომელსაც მუსიკოსი ბილი რეი საირუსთან ერთად ასრულებს, ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) ბრილიანტის სტატუსი მიანიჭა. გამოცემა Billboard-ის ცნობით, სინგლმა ისტორიაში ყველაზე სწრაფად, გამოსვლიდან ექვს თვეში მოახერხა ამ შედეგის მიღწევა. ამასთან, ეს 2019 წელს გავრცელებული პირველი ტრეკია, რომელმაც ბრილიანტის სტატუსი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამუშევრის 10 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

► სიმღერამ Old Town Road ბილბორდის ჩარტში ყველა დროის რეკორდი მოხსნა

► ნახეთ: Lil Nas X - Panini (Remix) Ft. DaBaby

► ნახეთ: Lil Nas X ატლანტაში თავის სკოლას ესტუმრა

არტისტმა თაყვანისმცემლებს ეს სიახლე ტვიტერის საშუალებით ამცნო:

მონტერო ლამარ ჰილმა, სასცენო სახელით Lil Nas X, შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. ამავე წელს მან სადებიუტო მიქსტეიპი Nasarati გაავრცელა. დეკემბერში გამოცემულმა კომპოზიციამ Old Town Road ბილბორდის ასეულში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. 2019 წლის 5 აპრილს არტისტმა საკუთარი ჰიტის რემიქსი ცნობილ ქანთრი შემსრულებელთან, ბილი რეი საირუსთან ერთად ჩაწერა. სიმღერამ ბილბორდის ჩარტში რეკორდული პერიოდი, 19 კვირა დაჰყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული