Thumbnail

ნახეთ: Metallica-მ Nixon-თან თანამშრომლობით ახალი საათები გამოუშვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა, Metallica-მ ბრენდ Nixon-თან თანამშრომლობით გამოშვებულ საათების კოლექციას სამი ახალი მოდელი შემატა. Time Teller "Classic Logo", Sentry Leather "Seek & Destroy" და 51-30 LTD "Enter Sandman" 125-დან 750 აშშ დოლარამდე ეღირება.

► ჯეიმს ჰეტფილდის სარეაბილიტაციო ცენტრში დაბრუნების გამო Metallica-მ კონცერტები გადადო

► Metallica-ს გიტარისტი კირკ ჰემეტი: სიამოვნებით გადავიღებდი საშინელებათა ფილმს

Enter Sandman-ის დიზაინი ექსკლუზიურად კოლექტივის ფანკლუბის Fifth Member წევრებისთვის დამზადდა, დანარჩენი ორი მოდელის შეძენა კი 1 ნოემბრიდან ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. 

51-30 LTD "Enter Sandman"

51-30 LTD "Enter Sandman"

51-30 LTD "Enter Sandman"

Sentry Leather "Seek & Destroy"

Sentry Leather "Seek & Destroy"

Sentry Leather "Seek & Destroy"

Time Teller "Classic Logo"

Time Teller "Classic Logo"

Time Teller "Classic Logo"

ჯგუფმა Nixon-თან თანამშრომლობით შექმნილი საათების კოლექცია შარშან, ნოემბერში გამოუშვა. აქსესუარების დიზაინი ბენდის ალბომების Kill ‘Em All, Ride The Lightnin, Master Of Puppets, …And Justice For All, The Black Album და Hardwired… To Self Destruct ყდებით იყო შთაგონებული.

"მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული