Thumbnail

ნახეთ: Alicia Keys-მა ჯიმი კიმელის შოუში კომპოზიცია Show Me Love შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი არენბი შემსრულებელი, ალიშა ქისი ჯიმი კიმელის გადაცემის სტუმარი იყო. სატელევიზიო შოუს მუსიკალურ ნაწილში მან კომპოზიცია Show Me Love ბენდთან ერთად ცოცხლად შეასრულა.

 ნახეთ: Alicia Keys და Miguel ახალ ვიდეორგოლს Show Me Love ავრცელებენ

► ფოტოგალერეა: ალიშა ქისმა კალიფორნიაში $20,8 მილიონად სახლი იყიდა

►  ნახეთ: ალიშა ქისმა ბილი აილიშის კომპოზიცია Ocean Eyes შეასრულა

აღსანიშნავია, რომ კომპოზიციის სტუდიურ ჩანაწერში ამერიკელი არტისტი Miguel მონაწილეობს, გიტარის პარტიას კი ცნობილი მულტიინსტრუმენტალისტი Raphael Saadiq ასრულებს.

მომღერალმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 2001 წელს სადებიუტო ალბომით Songs in A Minor გაიცნო. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Fallin' გახლავთ. 15 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში 65 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. გამოცემა Time-მა ქისი 2005 და 2017 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული