Thumbnail

ნახეთ: ბობ დილანისა და ჯონი ქეშის კომპოზიციის Wanted Man დემო ვერსია გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა მუსიკოსმა, ბობ დილანმა ამ დრომდე გამოუცემელი კომპოზიციის Wanted Man დემო ვერსია და მასზე შექმნილი ვიდეო გაავრცელა. არტისტი სიმღერას ჯონი ქეშთან ერთად ასრულებს. ტრეკი დილანის ჩანაწერების სერიის Bootleg Sessions მე-15 ნაწილში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 1 ნოემბერს ჩაეშვება. ნამუშევარში დილანისა და ქეშის საერთო კომპოზიციები იქნება თავმოყრილი.

► ნახეთ: ბობ დილანმა და ნილ იანგმა 25 წლის შემდეგ ერთად პირველად იმღერეს

ამერიკელმა ფოლკ მუსიკოსმა ბობ დილანმა კარიერა 1959 წელს დაიწყო. არტისტის პოპულარული სიმღერების დიდი ნაწილი 60-იან წლებშია დაწერილი. დილანს ამ ეპოქის თაობის ხმასაც უწოდებდნენ. მისი კომპოზიციები Blowin' in the Wind და The Times They Are a-Changin ადამიანის უფლებების დაცვისა და ომის საწინააღმდეგო მოძრაობების ჰიმნადაც კი იქცა.

11 გრემის, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელ მუსიკოსს საერთო ჯამში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის ასლი აქვს გაყიდული. ამ შედეგით, ის მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად რჩება. 2016 წელს დილანს მის მიერ დაწერილი სიმღერების ტექსტების გამო, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაც გადასცეს.

ჯონი ქეშმა კი მუსიკალური მოღვაწეობა 1954 წელს დაიწყო. 18 გრემის მფლობელ არტისტს 56 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ქეშს კარიერის განმავლობაში 90 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მისი შემოქმედება ქანთრის, როკსა და ფოლკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული