Thumbnail

მაილი საირუსი: გოგონებს იმიტომ ვხვდებოდი, რომ მეგონა, კარგი ბიჭები არ არსებობდნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა ინსტაგრამზე ახალ შეყვარებულთან, ავსტრალიელ მუსიკოს ქოდი სიმფსონთან ერთად პირდაპირი ჩართვა მოაწყო, რა დროსაც თავის წარსულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, აქამდე გოგონებით იმიტომ ინტერესდებოდა, რომ ეგონა, კარგი ბიჭები არ არსებობდნენ. 

► ნახეთ: მაილი საირუსი კაილი ჯენერის Rise and Shine-ს მღერის

► მაილი საირუსი: უნაკლო არ ვარ, მაგრამ ქმრისთვის არასდროს მიღალატია

► მაილი საირუსი: შვილს არ გავაჩენ, რადგან დედამიწა გაბრაზებულია

"ამქვეყნად კარგი კაცებიც არსებობენ. არ დანებდეთ, გოგონებო. არ არის აუცილებელი, იყოთ გეი, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებშიც არიან კარგი ადამიანები, უბრალოდ, უნდა ვიპოვოთ ისინი. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ გეი უნდა ვყოფილიყავი, რადგან ყველა ბიჭი ბოროტი მეგონა. ვცდებოდი, თურმე მათ შორისაც არიან კარგი პიროვნებები, ერთ-ერთ ასეთს უკვე შევხვდი. ის ახლა აქ არის, ონლაინში", - განაცხადა საირუსმა და ქოდი სიმფსონზე მიუთითა.

მაილის სიტყვებს ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. მოგვიანებით მუსიკოსმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ლგბტქ+ საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ჩემს ლაივში ცუდ ბიჭებს ვლანძღავდი, მაგრამ ნება მომეცით, დავაზუსტო - არავინ ირჩევს თავის სექსუალობას, ასეთად იბადები. ყოველთვის ჩემი პრიორიტეტი იყო ლგბტქ+ თემის დაცვა, რომლის ნაწილიც თავად ვარ", - დაწერა მომღერალმა ტვიტერზე.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული