Thumbnail

მოუსმინეთ: ქენდრიქ ლამარის აქამდე უცნობი ტრეკები გავრცელდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ინტერნეტში თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ქენდრიქ ლამარის აქამდე უცნობი კომპოზიციები: King of My City, Waitin, Come Up Freestyle და Shut Yo Mouth გავრცელდა. ჩანაწერები 2009 წლით თარიღდება. მუსიკოსმა ტრეკები ამავე წლის EP-ზე Kendrick Lamar მუშაობის დროს დაწერა.

► მოუსმინეთ: Raphael Saadiq - Rearview ft. Kendrick Lamar 

► ნახეთ: SiR - Hair Down ft. Kendrick Lamar

ტრეკში King of My City ქენდრიქის ახლო მეგობარი, გრემის მფლობელი რეპერი Jay Rock მონაწილეობს, Waitin-ის შექმნაში კი წვლილი ცნობილი ლეიბლის Top Dawg Entertainment ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, Punch-მა შეიტანა.

მოუსმინეთ კომპოზიციებს: 

01. King of My City ft. Jay Rock
02. Waitin ft. Punch
03. Come Up Freestyle
04. Shut Yo Mouth

კალიფორნიელმა შემსრულებელმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2012 წელს გავრცელებული ალბომით Good Kid, M.A.A.D City გახდა. ქენდრიქის ბოლო სტუდიური ნამუშევარი DAMN. 2017 წელს გამოვიდა და მალევე ბილბორდის ჩარტების პირველ პოზიციაზე მოექცა. გრემის მე-60 დაჯილდოებაზე კი, ნომინაციაში "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომი" გაიმარჯვა. 

მუსიკოსის დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და რამდენიმე ხარისხიან პროექტს აერთიანებს. მსოფლიო მასშტაბით მისი ჩანაწერების 10 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ლამარი პულიცერის პრემიის ლაურეატია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული