Thumbnail

ნახეთ: სნუპ დოგს დაბადების დღეზე ჯოინთების თაიგული აჩუქეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერან კალიფორნიელ ჰიპ ჰოპ არტისტს, კელვინ ბროდუსს, ფსევდონიმით Snoop Dogg, 20 ოქტომბერს 48 წელი შეუსრულდა. დაბადების დღეზე მარიხუანის მოყვარულ რეპერს ჯოინთების თაიგული აჩუქეს.

► ნახეთ: Snoop Dogg კლიპს Do You Like I Do ავრცელებს

► ნახეთ: Snoop Dogg ვიდეორგოლს Main Phone ავრცელებს

თაიგული დიზაინერმა ლესლი მონრომ დაამზადა, რისთვისაც, სნუპის მეგობრის თხოვნის შესაბამისად, მარიხუანის სახეობები, სატივა და ინდიკა თანაბარი რაოდენობით გამოიყენა.

არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად აღიარებული Doggystyle-ით დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული