Thumbnail

Iggy Pop: ერთხელ ობობის ქსელი მოვწიე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, იგი პოპმა ჯონათან როსის შოუში სტუმრობისას გაამხილა, რომ ახალგაზრდობაში ობობის ქსელიც კი მოუწევია. 

► ნახეთ: Iggy Pop-მა სიმღერაზე Loves Missing კლიპი გადაიღო

►  ნახეთ: Iggy Pop-მა ჯიმი ფელონის შოუში James Bond შეასრულა

► მოუსმინეთ: Iggy Pop - Sonali

"დასაბოლებლად ობობის ქსელის მოწევა ვცადე, თუმცა, ეს საკმაოდ არასასიამოვნო გამოცდილება იყო. ეს ყველაფერი არ არის, იმავე მიზნით სათამაშო მატარებლის ტრანსფორმატორშიც ჩავყავი ენა. ხომ იცით, საიდანღაც უნდა დაიწყო ეს ყველაფერი", - ამბობს იგი პოპი.

ჯეიმს ოსტერბერგმა, ფსევდონიმით Iggy Pop, მუსიკალური კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. ის ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის The Stooges ვოკალისტი იყო. არტისტის სოლო ნამუშევრებიდან ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: Passenger, Lust For Life და Candy.

კომენტარები

ბოლოს დამატებული