Thumbnail

ნიკი მინაჟი და კენეთ პეტი დაქორწინდნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ნიკი მინაჟი და კენეთ პეტი დაქორწინდნენ. წყვილმა წვეულებაც მოაწყო, რაზეც მუსიკოსის მიერ ინსტაგრამზე გავრცელებული ვიდეო მიანიშნებს. კადრში თეთრი და შავი ფერის კეპები ჩანს წარწერებით: "პატარძალი" და "სიძე", ჭიქებზე კი დატანილია Mr. და Mrs.

► შესაძლოა, ნიკი მინაჟმა ახალი ალბომი გამოუშვას

► ნიკი მინაჟი: გადავწყვიტე, მუსიკალური კარიერა დავასრულო და ოჯახი შევქმნა

"ონიკა ტანია მინაჟ-პეტი", - წერს მუსიკოსი თავის ნამდვილ სახელს ქმრის გვარის დამატებით.

"ბავშვობიდან ვოცნებობდი დიდ და ლამაზ ქორწილზე. ყოველთვის მინდოდა ამ ზღაპარში მოხვედრა", - განაცხადა ახლახან The Shade Room-თან ინტერვიუში ნიკიმ. 

წყვილმა რომანტიკული ურთიერთობა 2018 წელს დაიწყო, რასაც არტისტის თაყვანისმცემლების კრიტიკა მოჰყვა. 41 წლის პეტი წარსულში ჯერ გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, შემდეგ კი ადამიანის წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. 

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და მრავალ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მსოფლიო მასშტაბით, მისი ნამუშევრების 20 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2016 წელს გამოცემამ Time არტისტი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული