Thumbnail

ნახეთ: Rammstein-ის ფრონტმენმა ახალი სიმღერა Ich weiß es nicht გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული გერმანული ჯგუფის, Rammstein-ის ფრონტმენმა, ტილ ლინდემანმა და Hypocrisy-ისა და Pain-ის სოლისტმა, პეტერ თეგთგრენმა, ერთობლივი პროექტის Lindemann ფარგლებში, ახალი სიმღერა Ich weiß es nicht და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელეს. სინგლი დუეტის რიგით მეორე ალბომში F & M შევა, რომელიც გაყიდვაში 22 ნოემბერს ჩაეშვება.

► ნახეთ: Rammstein-ის ფრონტმენმა, ტილ ლინდემანმა ახალი კლიპი Steh Auf გაავრცელა

მუსიკოსებმა კომპოზიციის რემიქს ვერსიაც გამოსცეს, რომლის ავტორიც ამერიკული ინდასტრიალ მეტალ ბენდი Ministry-ა.

ტილ ლინდემანმა და პეტერ თეგთგრენმა პროექტი Lindemann 2015 წელს ჩამოაყალიბეს. ამავე წელს ინდასტრიალ მეტალ პროექტმა სადებიუტო ალბომი Skills in Pills გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული