Thumbnail

არქივი: ჯგუფი "ბერმუხა" კომპოზიციას Highway of Love ასრულებს (1990)

popmusic 1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული სცენის ამსახველი საარქივო ვიდეოების გამოქვეყნებას იწყებს. პროექტის ფარგლებში გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მოღვაწე ქართველი არტისტების კონცერტებს, კლიპებს, ინტერვიუებსა და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებს შემოგთავაზებთ. 

ქართული როკის პიონერი ბაჩი ქიტიაშვილი ჯგუფ "ბერმუხასთან" ერთად 1990 წელს თბილისის "დინამოს" სტადიონზე გამართულ როკ-აქციაზე ბრიტანული ბენდის Ten Years After კომპოზიციას Highway of Love ასრულებს. ვოკალისტი საშა ვიაჟსკი.  

ბერმუხა - Highway of Love (1990)

🔻 popmusic 1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული მუსიკის სცენის ამსახველი საარქივო მასალების გამოქვეყნებას იწყებს. 🎸🇬🇪 ქართული როკის პიონერი ბაჩი ქიტიაშვილი და მისი ჯგუფი "ბერმუხა" 1990 წელს თბილისის "დინამოს" სტადიონზე გამართულ როკ-აქციაზე ბრიტანული ბენდის Ten Years After კომპოზიციას Highway of Love ასრულებენ. #არქივი

Posted by popmusic on ორშაბათი, 21 ოქტომბერი, 2019

გიტარისტმა ბაჩი ქიტიაშვილმა ჯგუფი "ბერმუხა" 1965 წელს ქალაქ რუსთავში ჩამოაყალიბა. მის გარდა ბენდში ვლადიმერ კოვზირიძე (რიტმ გიტარა), ევგენი გალატოვი (ბასი) და ნოდარ ღვინიანიძე (დასარტყამი ინსტრუმენტები) უკრავდნენ. კოლექტივი, რომლის შემადგენლობაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა, როგორც პოპულარული უცხოელი როკ მუსიკოსების რეპერტუარს, ასევე საკუთარ ნამუშევრებს ასრულებდა. ბაჩი ქიტიაშვილი 2016 წელს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული