Thumbnail

ნიუ იორკელმა პროდიუსერმა, კენეთ ჩარს ბლუმმა, ფსევდონიმით Kenny Beats, საავტორო შოუს The Cave მეორე სეზონის პირველი ეპიზოდი გაავრცელა. გადაცემის სტუმარი დეტროტელი რეპერი Danny Brown გახლდათ, რომელმაც 4 ოქტომბერს ახალი ალბომი uknowhatimsayin¿ შემოგვთავაზა.

► ნახეთ: Kenny Beats & Denzel Curry - The Cave 

დენი ბრაუნი და ქენი ბითსი სტუდიაში შეიკრიბნენ. გადაცემის სტუმართან საუბრის პარალელურად, ქენი ტრადიციულად ინსტრუმენტალის მზადების პროცესში გახლდათ. შოუს დასასრულს კი დენიმ სპეციალურად მისთვის შექმნილ ბითზე ფრისტაილი წაიკითხა.

დენიელმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. რამდენიმე ოფიციალური მიქსტეიპისა და EP-ის შემდეგ, 2010 წელს რეპერმა სადებიუტო ალბომი The Hybrid გამოუშვა. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერით XXX გახდა, რომელიც არაერთმა ცნობილმა გამოცემამ წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა. 2016 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში საკუთარი შემოქმედების ერთ-ერთი გამორჩეული ალბომი Atrocity Exhibition ჩაუშვა. მასზე მუშაობისას, დენი ბრაუნმა ცნობილ მუსიკოსებთან: Kendrick Lamar, Ab-Soul, Earl Sweatshirt და B-Real ითანამშრომლა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული